თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების ნაწილი ახლით ჩანაცვლდება.
ორკვირიანი მუშაობის შემდეგ მერიასა და კერძო კომპანიას შორის შეთანხმება მიღწეულია. კომპანიის ფინანსური პრობლემების გამო დედაქალაქის მთავრობა პირველ ეტაპზე 300 მიკროავტობუსს თავად იყიდის, თუმცა სამარშრუტო ტაქსების მფლობელ კომპანიას მოგვიანებით მათი გამოსყიდვა მოუწევს. „თბილისის მიკროავტობუსი“ ასევე ვალდებულებას იღებს, რომ სატრანსპორტო საშუალებები ეტაპობრივად ჩაანაცვლოს. რაც მთავარია, არსებობს შეთანხმება, რომ მიკროავტობუსების პარკის განახლება მგზავრობის ფასზე არ აისახება. ტარიფი უცვლელად რჩება.