თბილისის მთავრობის სხდომა

4 ივნისიდან თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტს ახალი მარშრუტები დაემატება. დედაქალაქში ახალ მიმართულებაზე, როგორც ავტობუსები და ასევე მიკროავტობუსები იმოძრავებენ. კახა კალაძის განმარტებით, მერია სატრანსპორტო ხაზებთან დაკავშირებით მონიტორინგს ეტაპობრივად ატარებს და ახალი მარშრუტების დამატება საჭიროების შესაბამისად ხდება.