მერია მელაანის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული სახლების მფლობელებს აფრთხილებს

ისანში, მელაანის ქუჩაზე მდებარე უკანონოდ აშენებული სახლების დემონტაჟი უახლოეს მომავალში განხორციელდება.  – ე.წ. მესაკუთრეები თბილისის მერიამ უკვე გააფრთხილა.

ოფიციალური ინფორმაციით, ინდივიდუალურად მოხდება თითოეული საქმის შესწავლა და სახლების მფლობელებს გონივრული ვადები მიეცემათ, რომ შენობები თვითონ დაანგრიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ, ისინი 10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო მერია სახლების დემონტაჟს განახორციელებს.

ამ დროისთვის საუბარი 25 სახლზეა. რომლებიც უკანონოდ, მერიისგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე, მოქალაქეებმა სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე ააშენეს. მოსახლეობა ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მერიისგან გარკვეულ დათმობებს მოითხოვს.