პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მედიკამენტების მომატებულ ფასებზეც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არსებობს შემთხვევები, როდესაც კომპანიები წამლებს 400 პროცენტიანი ფასნამატით ყიდიან, რაც მისი თქმით, მიუღებელია და არცერთ ქვეყანაში არ ხდება. პრემიერის თქმით, საკითხს მისი დავალებით უკვე სწავლობს კონკურენციის სააგენტო, რომელიც ანგარიშს უახლოეს დღეებში წარადგენს.