მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი მიღებას იწყებს

სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი მსმენელთა მიღებას იწყებს პროფესიული მომზადების პროგრამებზე. საგანმანათლებლო კურსები შექმნილია კოლეჯის პარტნიორი დამსაქმებელი ორგანიზაციების, საქართველოს პირველი არხისა და „კიკალა სტუდიოს“ ჩართულობით.

მიღება ცხადდება ოთხ მოკლევადიან პროგრამაზე – კონტენტის შემქმნელი, ხმის ოპერატორი, განათების ტექნიკოსი და სარეკლამო ფოტოგრაფი. სწავლა 100%-ით დაფინანსებულია USAID-ის პროგრამის მიერ, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმების შესაძლებლობა.

რეგისტრაცია დასრულდება 19 ნოემბერს, ხოლო სწავლა დაიწყება 4 დეკემბერს.