უნივერსიტეტის 330 დესპანი - ახალი პროექტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 330 სტუდენტი პროექტ „თსუ დესპანში“ ჩაერთო. პროექტის ფარგლებში, სტუდენტები მთელი ქვეყნის მასშტაბით მშობლიურ სკოლებს ესტუმრებიან და სკოლის მოსწავლეებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს გააცნობენ. დესპანებს საშუალება აქვთ, ჩაერთონ სხვადასხვა სახის აქტივობაში, რაც მათ პროფესიულ და კარიერულ განვითარებას შეუწყობს ხელს.