საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და თსუ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი სააღმზრდელო პროცესში ჩართული ბაგა-ბაღების პერსონალის გადამზადებასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და პროფესიული პროგრამის სტუდენტებისთვის სასწავლო პრაქტიკას, ასევე მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს.

მემორანდუმის მიზანია ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ხელშეწყობა პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და კარიერულ განვითარებაში.