სამი წლის ბავშვზე თავდასხმაში ბრალდებული ქალი, დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატის მონაყოლიდან ირკვევა, რომ დაკავებულს ორი დღის წინ პეკინის გამზირზე მომხდარი შემზარავი ფაქტი საერთოდ არ ახსოვს. ბრალდებულის უფლებადამცველი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიკურ პრობლემებზე მიუთითებს და ამბობს, რომ თავის დროზე ის სამედიცინო დაწესებულებაშიც იყო მოთავსებული. ადვოკატის აზრით, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა საერთოდ უნდა შეწყდეს.
რეზონანსული საქმის შესწავლას იწყებს სახალხო დამცველიც. ბავშვი, რომელსაც ქუჩაში მიმავალი ქალი თავს დაესხა და მშობლების თვალწინ სახეზე ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.