მართვით სუნთქვაზე რჩება ავარიისას დაშავებული ბავშვი

ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება სამი წლის ბავშვი, რომელიც ქობულეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავდა.

ქირურგიული ჩარევა მას ორჯერ დასჭირდა.  თავდაპირველად ქობულეთის რეგიონულ ჰოსპიტალში მცირეწლოვანის მუცლის ღრუს ოპერაცია გაუკეთეს, შემდეგ კი ბათუმში გადაიყვანეს.

შემთხვევა გუშინ ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა. დაიღუპა ოთხი ადამიანი – ცოლ-ქმარი, მათი 10 წლის შვილი და ნათესავი.

ბავშვი, რომელსაც ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში მკურნალობენ, გარდაცვლილების მეორე შვილია.