გურიაში მარტოხელა ხანდაზმულების დასახმარებლად გაიმართა აქცია. ადგილობრივი ხელისუფლებისა და „წითელი ჯვრის“ საზოგადოების წარმომადგენლებმა, საკვები პროდუქტები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს მიუტანეს. აქცია კვლავ გრძელდება, მოქალაქეებს საშუალება აქვთ გამოხატონ სოლიდარობა და რეგიონში მდებარე სუპერმარკეტებში ხანდაზმულებისთვის ნებისმიერი პროდუქტი შეიძინონ და ამ გზით მონაწილეობა მიიღონ ქველმოქმედებაში.