მე-12 „თბილისიმარათონი“

პირველ ოქტომბერს დედაქალაქში რიგით მე-12 „თბილისიმარათონი“ გაიმართება.

რეგისტრაციიდან შესული თანხა ამჯერად კასპის სოციალური სერვისის 6-18 წლამდე შშმ პირთა დღის ცენტრის სრულ რეაბილიტაციას მოხმარდება. ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქში სპორტული ტურიზმის განვითარებას ისახავს მიზნად.