მართლმადიდებლები დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წირვა სამების ტაძარში აღევლინა.
წმინდა ბარბარე განსაკუთრებით ბავშვების მფარველად ითვლება, ამიტომ ილია მეორე დღევანდელ ქადაგებაში, ძირითადად, მოზარდების პრობლემებს შეეხო.
უწმინდესმა ტაძარში შეკრებილი ბავშვებისგან პირობა ითხოვა, რომ ნარკოტიკებს არასოდეს გაეკარებიან.