სამების ტაძარში საზეიმო ლიტურგია მიმდინარეობს
სამების ტაძარში საზეიმო ლიტურგია მიმდინარეობს

ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას სამხედრო მოსამსახურეებიც ესწრებიან.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ბარბარეს იხსენებს, რომელიც ქრისტიანობისთვის მე-4 საუკუნის დასაწყისში ეწამა.

საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, ქალწულმოწამე ბარბარე მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში დაიბადა. ერთადერთ შვილს მამა ზრდიდა, რომელიც კერპთაყვანისმცემელი იყო. მას შემდეგ, რაც ბარბარეს ჩუმად მონათვლის ამბავი შეიტყო, მამამ ის ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა. რამდენიმედღიანი წამების შემდეგ, წმინდა ბარბარეს თავი თავად მამამისმა მოკვეთა.

წმინდა ბარბარე ბავშვების განსაკუთრებულ მფარველად ითვლება. ბარბარობის დღესასწაულზე ტაძრებში საზიარებლად განსაკუთრებით ბევრი პატარა მიჰყავთ.