მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს.
ბზას დღეს ყველა მოქმედ ტაძარში აკურთხებენ. მორწმუნეებისთვის, რომლებიც მარხვას იცავენ, ეს დღე თევზით ხსნილია.
სადღესასწაულო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.