მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება. მორწმუნეები ამ დღეს ტაძარში ბზის ტოტებით მიდიან, რომლებსაც შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ინახავენ. საზეიმო წირვა დილიდან მიმდინარეობს სამების საკათედრო ტაძარში.