დღეს აღდგომას ზეიმობს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიაც

12:27, 31.03.2024

აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიაც. შერიგების ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას ეპისკოპოსი მარკუს შოხი აღავლენს. ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას საქართველოში ორი საუკუნის ისტორია აქვს, ის რამდენიმე სამრევლოს აერთიანებს, მათ შორის არის თბილისის შერიგების ეკლესია, რუსთავის მშვიდობის ეკლესია, გარდაბნის, ბოლნისის, ბორჯომისა და სოხუმის სამრევლოები. ეკლესია დაახლოებით 1000-ზე მეტ წევრს აერთიანებს.

მსგავსი