ღვთისმშობლობა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ღვთისმშობლობას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას დღესასწაულობს.

ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა ტაძარში წირვა აღევლინა. სადღესასწაულო ლიტურგია ჩაატარა პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიომაც. უდიდეს ქრისტიანულ თორმეტ დღესასწაულში, სამი – ღვთისმშობლის შობა, ტაძრად მიყვანება და მიძინება, უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.