გიორგი მარგველაშვილს ქართული ჯარისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვენ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებამ პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი და საზოგადოება აღაშფოთა. უკრაინის საკითხზე საქართველოს საგარეო პოზიციონირების მწვავე კრიტიკის დროს ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა არ გამორიცხა, რომ ხელისუფლებამ საკუთარი ჯარი უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის მხარეს საბრძოლველად დაუშვა. ექს-პრეზიდენტის გამოსვლა სამარცხვინოდ, ქართული შეიარაღებული ძალების შეურაცხყოფად და მათ პოტენციურ ღალატში დადანაშაულებად შეფასდა. გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ქართველი ჯარისკაცების მიერ დაღვრილი სისხლის და მათი გმირული ბრძოლების შეხსენება დასჭირდა.
ყოფილ პრეზიდენტს დღეს განმარტებები არ გაუკეთებია.