კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „სილკნეტს“ „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობა მისცა.
2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით, კომისიამ საკითხზე საჯარი ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. წარმოების ფარგლებში კომისიის შესაბამისმა სამსახურმა საკითხის ამომწურავად შესწავლის მიზნით, ბაზრის რამდენიმე ეტაპიანი კვლევა და ანალიზი ჩაატარა. სწორედ აღნიშნული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კომისიამ გადაწყვიტა, რომ მხარეებზე დაკისრებული ვალდებულებების გათვალისწინებით, არ არსებობს კომპანია „სილკნეტისთვის“ „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის შესყიდვისთვის წინასწარ თანხმობაზე უარის თქმის საფუძველი. თუმცა ეროვნულმა კომისიამ მომხმარებლების, აბონენტებისა და კონკურენტი ავტორიზებული პირების ინტერესების დაცვიდან გამომდინარე, კომპანიებს რიგი ვალდებულებები დააკისრა.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე დაგეგმილი მსხვილი გარიგების შესახებ ცნობილი იანვრის ბოლოს გახდა. „სილქნეტი“ „ჯეოსელში“ 153 მილიონი დოლარის გადახდას გეგმავს.