მედიაწიგნიერების პროექტები

კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ახალი სასწავლო წლიდან მედიაწიგნიერების პროექტებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად იწყებს. საგანმანათლებლო სესიები, სემინარები და კონფერენციები უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან  და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ჩატარდება.  კომუნიკაციების კომისიის დახმარებით, სტუდენტები მედიის ეკონომიკის საერთაშორისო გამოცდილების ახალ მიდგომებს შეისწავლიან. კომუნიკაციების კომისია თანამშრომლობას სხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებთანაც  გეგმავს.

დატოვე კომენტარი