მედიაწიგნიერების პროექტი

ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა იქნება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იმ პროექტის, რომელსაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია იწყებს.

დაგეგმილია ჟურნალისტთა აკადემიის შექმნა, სემინარები და მოქალაქეების ცოდნის ამაღლება, რათა მომხმარებელმა ყალბი ნიუსი ნამდვილი ახალი ამბისგან ადვილად გაარჩიოს.

პროექტის დაწყებამდე, ჟურნალისტებს და მედიაექსპერტებს საკუთარი რეკომენდაციები ცნობილმა ამერიკელმა მკვლევარმა მისცა.

რამდენად რთული იქნება ტექნოლოგიების განვითარების და სოციალური ქსელის არეალის გავრცელების პირობებში პროექტის მიზნების შესრულება და რა გამოწვევებზე საუბრობენ ქართველი ჟურნალისტები.

დატოვე კომენტარი