„თავისუფალი საქართველო” კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საჩივრით მიმართავს  

„თავისუფალი საქართველო” ტელეკომპანია „იმედის“, „მაესტროსა“ და „აჭარის ტელევიზიის“ წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საჩივრით მიმართავს. პარტიის წევრის განცხადებით, უკვე ათი დღეა, სამივე ტელევიზია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების მიუხედავად, კახა კუკავას საარჩევნო შტაბის მიერ მიწოდებულ საარჩევნო რეკლამებს ეთერში არ უშვებს. მიზეზად ტელეარხები კლიპებში “ქსენოფობიური” ნიშნების არსებობას ასახელებენ.