კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედიაწიგნიერების პროექტს იწყებს

კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედიაწიგნიერების პროექტს იწყებს.

პირველი ღონისძიება დღეს ამერიკელი მედიაექსპერტის მონაწილეობით ჩატარდა. პროფესორმა მიჩ სემელმა ჟურნალისტებისთვის მასტერკლასი ჩაატარა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედიაწიგნიერების განვითარებისთვის აკადემიას დააფუძნებს.

კომისია გეგმავს მუშაობას მედიაკრიტიკის მიმართულებაზეც. ასევე, იზრუნებს მომხმარებელთა ცოდნის ამაღლებაზე.

კიდევ ერთი პროექტი – მედიასტარტაპების მხარდაჭერაა.

დატოვე კომენტარი