ახალი ხელშეკრულებები ინტერნეტმომხმარებლებისთვის

ინტერნეტ-მომსახურების მონიტორინგი იწყება.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, შეძენილი ინტერნეტის ხარისხს სპეციალური აპლიკაციით შამოწმებენ. თუ აღმოჩნდება, რომ მოქალაქეებს მინიმალურ სტანდარტზე ცუდი მომსახურება მიეწოდებათ, კომპანიები შესაძლოა გააფრთხილონ და დააჯარიმონ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 4-თვიან ვადაში ინტერნეტ-პროვაიდერებს აბონენტთა ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანა მოუწევთ.

ინტერნეტის დაბალ ხარისხს აბონენტთა გარკვეული ნაწილი წლებია აპროტესტებს, თუმცა რეაგირების ქმედითი მექანიზმი ამ დრომდე არ არსებობდა.