მანიფესტი რუსთაველის მეტროსთან

„არა ქალთა შრომით ექსპლუატაციას,“ – ამ სახელწოდებით რუსთაველის მეტროსთან სოლიდარობის ქსელის აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ ქალებისთვის სამუშაო ადგილის ძიების პროცესში დაწესდეს შემწეობა, აღიკვეთოს სექსუალური შევიწროების ფაქტები სამსახურებში და კერძო სექტორი ვალდებული გახდეს, დასაქმებულებს დეკრეტული შვებულება სრულად აუნაზღაუროს. მათი თქმით, დღეს ქალების უფლებები ამ კუთხით დარღვეულია შრომის ბაზრის მოუწესრიგებლობით, 48 საათიანი სამუშაო კვირით და დაბალი ანაზღაურებით.

სოლიდარობის ქსელმა შეიმუშავა მანიფესტი რომლის მთავარი ადრესატი საქართველოს მთავრობაა და მასში აღნიშნული ხარვეზების გამოსწორებას ითხოვენ.

მანიფესტის შინაარსი აქციის მონაწილეებმა ფეხით მსვლელობისას წაიკითხეს.