აქცია-პერფორმანსი კანადის სავიზო ცენტრთან

„კანადას არ გაგარუსებინებთ“- ამ სახელწოდებით, აქცია-პერფორმანსი გაიმართა დღეს თბილისში კანადის სავიზო ცენტრთან. აქციის მონაწილეთა განცხადებით, კანადის ხელისუფლებამ დაიწყო აგენტების კანონპროექტზე მუშაობა და ამიტომ მზად არიან, დაიცვან კანადის დემოკრატიაც. მათ კანადის ხელისუფლებას მოუწოდეს, გაიწვიონ აღნიშნული კანონპროექტი.  შეგახსენებთ, რომ კანადის ფედერალურმა მთავრობამ უცხოეთის აგენტების რეესტრის შექმნის მიზნით, საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა. კანადის მთავრობაში განმარტეს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი უცხოური ჩარევის უკეთ კონტროლს ისახავს მიზნად.