აქცია-პერფორმანსი თბილისში

მორიგი საპროტესტო აქცია დედაქალაქში. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა ნაწილი ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც პერფორმანსი გამართეს. მათ მოედანზე წრიული ჯაჭვი შეკრეს. აქცია უნდა გამართულიყო ვაჟა-ფშაველას გამზირზეც, სადაც აქციის ორგანიზატორებმა შეკრება სოციალური ქსელის მეშვეობით დააანონსეს.

გამოჩნდნენ თუ არა აქციის მონაწილეები ან ორგანიზატორები?  – კესო ქაფიანიძე იმყოფება ეროვნული არქივის მიმდებარე ტერიტორიაზე.