საგზაო უსაფრთხოება - აქცია-პერფორმანსი

კამპანია „იარე ფრთხილად ხალხისთვის“ ფარგლებში, პარტიამ „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ აქცია-პერფორმანსი გამართა. მონაწილეების განმარტებით, მხოლოდ ჯარიმების გაზრდა ვერ შეძლებს პრობლემის მოგვარებას და პერფორმანსის მიზანი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო უსაფრთხოების გამკაცრებაა. პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აქცია-პერფორმანსები გაგრძელდება, ვიდრე მათ მოთხოვნას შსს-ს მხრიდან რეაგირება არ მოჰყვება.