აქცია-პერფორმანსი ორბელიანების სასახლესთან

აქცია იმართება ორბელიანების სასახლესთან. სტუდენტურ-ახალგაზრდული მოძრაობა „ცვლილებების დროა“ საპროტესტო აქცია-პერფორმანს მართავს სახელწოდებით „ნუ შემოდებთ თაროზე საყოველთაო შეთანხმების იდეას“. აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას და მისგან იმ ინიციატივის განხორციელებას ითხოვენ, რომელიც „საყოველთაო შეთანხმებას“ გულისხმობს.