მალხაზ მიქელაძე გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, მალხაზ მიქელაძეს გენერალურ პროკურატურაში ელოდებიან. ის დავით გარეჯის საქმეზე მოწმის სახით არის დაბარებული. საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი და ამავდროულად, სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის მოქმედი თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე, 2004-2005 წლებში კომისიის თავმჯდომარეც იყო.