დავით გარეჯის საქმე

დავით გარეჯის საქმეზე დღეს ბრალდების მოწმე, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ირმა გაბუნია დაიკითხა.
მისი განცხადებით, ნატალია ილიჩოვა სადემარკაციო და სადელიმიტაციო კომისიაში მან 2019 წლის მაისში  შეცვალა, შესაბამისად, კარტოგრაფიულ მასალას, რომელიც სასაზღვრო პოლიციის სეიფში ინახებოდა, 2019 წლიდან თავად აკონტროლებდა. მისივე თქმით, 2020 წელს ეს მასალა, მათ შორის ერთი ორასი-ათასიანი რუკები, რომელიც მას ჯერ შესწავლილი არ ჰქონდა, გამოძიებამ ამოიღო. როგორც მოწმემ აღნიშნა, მანამდე სეიფს ილიჩოვა აკონტროლებდა და მის გარეშე სეიფის გახსნა არავის შეძლო. თუმცა გასაღები სამუშაო ოთახში, უჯრაში ინახებოდა, რომელიც არ იკეტებოდა. პროკურატურის ბრალდებით, ორასი-ათასიან რუკებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიების სასარგებლო იყო და გარეჯის კომპლექსს საქართველოს შემადგენლობაში აქცევდა, ილიჩოვა  სასაზღვრო პოლიციის სეიფში მალავდა. დაცვის მხარე კი საქართველოს ინტერესების სასარგებლო დოკუმენტაციის დამალვას უარყოფს. მათი პოზიციით, ბრალდებულს დამალვა რომ სდომებოდა, რუკებს სამსახურში არ შეინახავდა და შემდგომ მის შემცვლელს არ გადააბარებდა.