დავით გარეჯის საქმის განხილვა

დავით გარეჯის საქმე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა. დაიკითხა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელი, რომელმაც ისაუბრა იმაზე, თუ როდის მიმართა სადელიმიტაციო კომისიამ რუკების გაცემასთან დაკავშირებით განაცხადებით და რა პროცედურებია საჭირო ამისთვის. ასევე დაიკითხა მესაზღვრე, რომელიც 2007 წლამდე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან არსებულ ვითარებას აღწერდა. მისი განცხადებით, 2006-2007 წლებში, როდესაც სასულიერო პირებთან ერთად მონასტრის კომპლექსის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ქართველმა მესაზღვრეებმა უთხრეს, რომ თხემზე გადასვლას ვეღარ შეძლებდა, მსგავსი პრობლემა კი მანამდე არ ჰქონიათ. საქმის განხილვა 20 თებერვალს გაგრძელდება.

საქმეზე ბრალდებულებს, სადელიმიტაციო-სადემარკაციო კოსმოსის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გამოძიება ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს, რამაც ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი დაკარგვის საფრთხის ქვეშ დააყენა. თავად ბრალდებულები ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ.