დავით გარეჯის საქმე

კიდევ ერთი სასამართლო პროცესი დავით გარეჯის საქმეზე. სხდომაზე ამ წუთებში საპატრიარქოს წარმომადგენელი, მიქაელ ბოტკოველი იკითხება. როგორც მოწმე ამბობს, 2011 წელს, სამონასტრო კომპლექსის გარკვეულ მონაკვეთზე, სასულიერო პირებსა და მომლოცველებს შესვლის პრობლემა ექმნებოდათ. დღეს სხდომაზე კიდევ ერთ პირს მოუსმენენ.