დავით გარეჯის საქმის განხილვა გრძელდება

დავით გარეჯის საქმეზე დღეს თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფი თედო გორგოძე დაიკითხა. როგორც მან განაცხადა, 2013 წლიდან თავდაცვის სამინისტროს კვოტით სადემარკაციო და სადელიმიტაციო კომისიის წევრი გახდა. მისივე თქმით, მალევე თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კარტოგრაფ ნოდარ ხორბალაძესთან ერთად დაიბარა და სთხოვა გარეჯის შეუთანხმებელ მონაკვეთზე კარტოგრაფიული მასალა მოეძიებინათ, რადგან მას გარეჯის ბერმა კირიონმა მიმართა და დახმარება სთხოვა. როგორც გორგოძემ განაცხადა, არქივებში ეძებდნენ რუკას, რომელიც 38 წელთან მიაახლოვებდათ, რადგან აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტების შეთანხმებით, 38 წლის მდგომარეობით უნდა გავლებულიყო ორ ქვეყანას შორის საზღვარი, თუმცა ყველა არქივიდან ორასი-ათასიანი რუკის ის ფურცელი, რომელიც გარეჯის მონაკვეთს ასახავდა, გამქრალი იყო.

შეგახსენებთ, რომ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას საქართველოს ტერიტორიების საზიანოდ მიღებულ გადაწყვეტილებაში ედავებიან.