ახალი დეტალები დავით გარეჯის საქმეში

სკანდალური ჩვენება და ახალი დეტალები დავით გარეჯის საქმეში. ერთ-ერთი ბრალდებულის, ნატალია ილიჩოვას ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ილიჩოვას საწინააღმდეგო ჩვენება მისცა. როგორც მანანა აღაპიშვილმა სხდომაზე განაცხადა, ილიჩოვამ მას მორიგე რუკებში საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ცვლილებების შეტანა და დანაშაულს ჩადენა შესთავაზა – რა გამოხმაურება მოჰყვა ბრალდების მხარის მოწმის ჩვენებას და კონკრეტულად, რაში ადანაშაულებს მოწმე ნატალია ილიჩოვას? – ბელა ზაქაიძე ესწრებოდა პროცესს.