დავით გარეჯის საქმე

ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული კარტოგრაფების პროცესზე, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, ვახტანგ დათუნაშვილი იკითხება, რომელიც 2006-2007 წლებში დემარკაცია-დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის წევრი იყო. მან კომისიაში მის როლზე და ბრალდებულების ფუნქციაზე ისაუბრა. როგორც მოწმემ განაცხადა, მისი როლი იყო უსაფრთხოების მიმართულება, ხოლო კარტოგრაფიული კუთხით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მუშაობდნენ და მათ პროფესიონალიზმს ენდობოდა. მანვე აღნიშნა, რომ ერთი 50 000-იანი მასშტაბის რუკა, რომელიც ბრალდებულმა კარტოგრაფებმა გამოიყენეს, იმ დროისთვის ყველაზე რელევანტური და მსხვილმასშტაბიანი იყო. ბრალდების მხარეს დღეს მხოლოდ ერთი მოწმე ჰყავს დასაკითხი. ილიჩოვას და მელაშვილს ბრალდება საქართველოს ტერიტორიების საზიანოდ მიღებულ გადაწყვეტილებას ედავება.