მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნეს
პროკურატურამ, 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო. ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება მიღებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებისა და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებზე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ.