მიმართვა პროკურატურას

ე.წ. მოსმენების საქმეზე პარტია „ლელოს“ წევრმა, ადვოკატმა ლევან სამუშიამ პროკურატურას მიმართა, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაზარალებულად ცნოს. ამ მოთხოვნით, განცხადება სამუშიამ თბილისის პროკურატურაში შეიტანა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. კრებსებში საუბრის შინაარსი „ლელოს“ ლიდერებმა დაადასტურეს, საგამოძიებო ორგანო ამ დრომდე მათ დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებს.