„ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

დღესვე ცნობილი გახდა, რომ  დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტს, რომელსაც „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაციას პროკურატურა ადასტურებს.

ადვოკატის განცხადებით, გიორგი ნიკოლიშვილს, ძალადობის შედეგად, საკმაოდ მკვეთრი ფიზიკური დაზიანებები აქვს მიღებული. ის ჯერ კიდევ კლინიკაშია, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. დაზარალებულის ადვოკატისთვის უცნობია, დააკავეს თუ არა ის ადამიანები, რომლებმაც გიორგი ნიკოლიშვილზე იძალადეს.

მოამბე