20-21 ივნისის საქმე

20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების გამო, პროკურატურა დღეს კიდევ ერთხელ გახდა კრიტიკის სამიზნე.

საგამოძიებო უწყების მიმართ კითხვები და პრეტენზიები ამჯერად 17 არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს. მესამე სექტორში აინტერესებთ, რატომ არ ანიჭებს უწყება პარლამენტთან დაშავებულ მოქალაქეებს და ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსს. უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის გაუგებარია პროკურატურის არგუმენტი, რომ შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად სამართლებრივი საფუძვლები, დანაშაული და დანაშაულის ჩამდენი პირი ამ ეტაპზე არ იკვეთება. უფლებადამცველები პროკურატურას აქციის დაშლის დროს სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეებისთვის მიყენებულ მძიმე დაზიანებებზე მიუთითებენ და ხაზს უსვამენ, რომ ექსპერტიზის ლოდინი და დამატებითი მტკიცებულებები საჭირო არ არის.