“სპუტნიკ ოსეტიას” მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ხურვალეთიდან გატაცებული მაია ოთინაშვილი თავის მდგომარეობაზე საუბრობს, ხელისუფლებისა და პარლამენტის წევრები ეხმაურებიან.
შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, საუბარი იმაზე, რომ ოთინაშვილი კარგ მდგომარეობაშია, სერიოზული არ არის. ქეთი ციხელაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია მეტწილად მიღებულია, მთავარი კვლავ მისი გათავისუფლების საკითხია.
“სპუტნიკ ოსეტიას” მასალა არც უმრავლესობის წევრებისთვის აღმოჩნდა დამაჯერებელი.