მაია ოთინაშვილის გათავისუფლება

11-დღიანი ტყვეობის შემდეგ მაია ოთინაშვილი სახლშია.

საკუთარი ბაღიდან გატაცებულ მოქალაქეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა პირობითი ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდა და გაათავისუფლა. სამი შვილის დედა ე.წ. იზოლატორში ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ დაკავების მომენტში სხეულზე დაზიანებები მიიღო. ოთინაშვილს მედიასთან დღეს ბევრი არ უსაუბრია. გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მკვიდრის გათავისუფლებას საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობასა და ზეწოლას უკავშირებს ოფიციალური თბილისი.

37 წლის მაია ოთინაშვილთან ერთად ცხინვალის ე.წ. იზოლატორი დატოვა იმ მწყემსმაც, რომელიც  რუსმა სამხედროებმა სამი დღის წინ დააკავეს.