ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იწყება

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იწყება. შეხვედრის მთავარი თემები საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტები და მაია ოთინაშვილის პატიმრობა იქნება.

ქართული მხარის ინფორმაციით,  მწვავე აქცენტები გაკეთდება  მავთულხლართების, ე.წ. ბორდერიზაციის თემაზეც.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ბოლო შეხვედრაზე, ვერცერთ საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.