მაია ოთინაშვილი კვლავ ტყვეობაშია

მაია ოთინაშვილი კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება. მისი გატაცებიდან უკვე 10 დღე გავიდა. სწორედ 10-დღიანი პატიმრობის ვადა აქვს სამი შვილის დედას შეფარდებული. ეს ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებამ ცხელი ხაზის მეშვეობით მიიღო. თუმცა, არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც ოთინაშვილის პატიმრობის ვადა ერთი თვეა. ამ ცნობას ოკუპირებული ცხინვალის მედიასაშუალებები ავრცელებენ.

ტყვეობაში მყოფი 37 წლის ქალის შესახებ ახალი ინფორმაცია ოჯახს უკვე რამდენიმე დღეა არ მიუღია.