მეშვიდე დღე მაია ოთინაშვილის გატაცებიდან

სამი შვილის დედა საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება.

საკუთარი მიწის ნაკვეთიდან გატაცებული მაია ოთინაშვილის საქმე უკვე გასცდა საქართველოს ფარგლებს. ფაქტს ამჯერად ბრიუსელიდან ეხმაურებიან. „მოამბესთან“ ინტერვიუში ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სოფელ ხურვალეთის მკვიდრის დაკავებას გმობს და  რუსეთს მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დაკავებულ ოთინაშვილს ერთთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. არსებობს ეჭვი, რომ გატაცება წინასწარ იყო დაგეგმილი, რასაც პირველი არხის მიერ გადაღებული კადრებიც ადასტურებს.