მაია ოთინაშვილის დაკავების საქმე

პირველი ვიდეომასალა ცხინვალის ე.წ. იზოლატორიდან. გატაცებიდან მეექვსე დღეს მაია ოთინაშვილის კადრები ვრცელდება.

უკანონოდ დაკავებულ 37 წლის ქალთან არაერთი მცდელობის შემდეგ წითელი ჯვრის კომიტეტს შეხვედრის უფლება მისცეს. ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ოჯახი ამბობს, რომ ოთინაშვილს ერთი შეხედვით დაზიანებები არ აღენიშნება. თუმცა ირკვევა, რომ წითელ ჯვარს გატაცებულის სხეულის დათვალიერების საშუალება არ ჰქონია.

ბოლო მონაცემებით, საკუთარი მიწის ნაკვეთიდან გატაცებულ მოქალაქეს ერთთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მკვიდრის საქმეზე უკვე ინფორმირებულები არიან საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები.