მაია ოთინაშვილი კვლავ ტყვეობაში რჩება

ოკუპირებული რეჟიმის მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილი კვლავ ტყვეობაში რჩება. ხვალ იწურება 10-დღიანი პატიმრობის ვადა, რომელიც მას ახალგორის სასამართლომ შეუფარდა. ეს ინფორმაცია ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ. თუმცა, არის მეორე ვერსიაც, რომ ოთინაშვილს ერთთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული, რასაც ოკუპირებული ცხინვალის მედიასაშუალებები ავრცელებენ.