მაჩალიკაშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა დღეს გახდება ცნობილი

თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა დღეს გახდება ცნობილი.   დასკვნას დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი  გაეცნობა.

პარალელურად,  დღეს თბილისში, საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, ჩამოსვლას აპირებს მალხაზ მაჩალიკაშვილი. ადვოკატის ინფორმაციით, დაცვის მხარეს უარი ეთქვა საქმის მასალების გაცნობაზე.