მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლეშივე დაკავებულად ცნობას ითხოვს
სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლეშივე დაკავებულად ცნობას ითხოვს. პარალელურად, უფლებადამცველები ამზადებენ სარჩელს და რამდენიმე დღეში წარადგენენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ეხება.
ასევე, ადვოკატები, მომავალ კვირას, დამოუკიდებელ ექსპერტთან ერთად გეგმავენ სოფელ დუისში ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარებას.
მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სპეცრაზმელების მიმართ უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობს.