23 მაისს სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის საქმის ბოლო ღია განხილვა გაიმართება
საქართველო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. ორ დღეში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის საქმის ბოლო ღია განხილვა გაიმართება.
საქართველოს სარჩელი რუსეთის მიერ სიცოცხლის უფლების დარღვევებს, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, ასევე თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკუთრების, განათლების და გადაადგილების თავისუფლების დარღვევებს შეეხება.
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი წარმატებით დასრულდეს.
23 მაისს დიდი პალატის მოსმენა თბილისის დროით 11 საათზე დაიწყება.